წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის დაახლოებით 4 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. გზის მონაკვეთი 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა და მოსახლეობისთვის გადაადგილება გადაუჭრელ პრობლემა იყო.
წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზა ურთულესი მონაკვეთია. გზის რეაბილიტაციაზე ჩართულები იყვნენ უცხოელი ექსპერტები გერმანიიდან, თურქეთიდან, ავსტრიიდან და რუსეთიდან. გზის სირთულიდან გამომდინარე მშენებლობის პროცესში მაქსიმალურად გაითვალისწინეს უსაფრთხოების ნორმები.
-
გაკეთდა სპეციალური ბადეები, რომელიც აჩერებს დიდი ინერციით მოძრავ ლოდებს. ეს მეთოდი აქამდე არ იყო საქართველოში აპრობირებული და ევროპიდან იქნა გადმოტანილი.
-
დამონტაჟდა წინასწარი შეტყობინების სისტემები, რომელიც უმნიშვნელო ქანის გადაადგილებაზეც კი სიგნალს გადასცემს გზის შემოსასვლელში და გასასვლელში დაყენებულ შლაგბაუმებს და ავტომატურად დაიკეტება.
-
მშენებლობის პროცესში გამოკვლეული იქნა დამეწყრილი ფერდობის საიმედოობის კოეფიციენტი, რომელშიც მოიაზრება სეისმური ბიძგები 8 ბალზე და ჰიდროლოგიური წნევები. მოხდა კვლევის შედეგად გამოვლენილი საეჭვო ზონების დაბურღვა და ქანების ანკერული გამაგრება.
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განახორციელა და მისი ბიუჯეტი 29 მლნ ლარია. ამ გზის რეაბილიტაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც ადგილობრივებისთვის, ისე დამსვენებლებისთვის.
www.travelingeorgia.ge