ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
წყნეთის სამთავრობო აგარაკები 2019 წელს განსაზღვრულ ფასზე 8,7 წყნეთის სამთავრობო აგარაკები 2019 წელს განსაზღვრულ ფასზე 8,7 მლნ ლარით ნაკლებად გაიყიდა მლნ ლარით ნაკლებად გაიყიდა
10 მაისი, 2022

47 000 000 ლარი საქართველოს ბიუჯეტში - ეს ორეტაპიანი პრივატიზების შედეგია. საქმე ეხება წყნეთის „სამთავრობო აგარაკებს“, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წელს აუქციონზე მცირე ლოტებად პირველად გამოიტანა. „კომერსანტი“ დაინტერესდა, დარჩა თუ არა ტერიტორიაზე გაუსხვისებელი მიწის ნაკვეთი ან შენობა-ნაგებობა?

გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე ამ ეტაპზე არ განხორციელებულა 2 ერთეული უძრავი ქონების პრივატიზება, რომლებიც მიმდინარე პერიოდისათვის ირიცხება სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ კაპიტალში. გაუსხვისებელი უძრავი ქონების ჯამური ფართობი 1 467 - კვ.მ-ა.

მედიაჰოლდინგმა ასევე გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ღირებულებით შეაფასა სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო.

მაგალითად მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 01.20.01.109.097 შეფასდა 960 385 ლარად, ხოლო აუქციონზე 1 074 668 გამოიტანეს.

მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 01.20.01.109.098 შეფასდა 749 730 ლარად, ხოლო აუქციონზე 840 929 ლარად გამოიტანეს.

მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 01.20.01.109.099 შეფასდა 1 181 599 ლარად, ხოლო აუქციონზე 1 320 080 ლარად გამოიტანეს.

მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 01.20.01.109.100 შეფასდა 997 589 ლარად, ხოლო აუქციონზე 1 699 213 ლარად გამოიტანეს.

მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 01.20.01.109.101 შეფასდა 730 970 ლარად, ხოლო აუქციონზე 827,156 ლარად გამოიტანეს.

მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 01.20.01.109.102  შეფასდა 1 392 774 ლარად, ხოლო აუქციონზე 1 540 585 ლარად გამოიტანეს.

მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 01.20.01.109.103  შეფასდა 628 278 ლარად, ხოლო აუქციონზე 722 216 ლარად გამოიტანეს.

მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 01.20.01.109.104  შეფასდა 909 648 ლარად, ხოლო აუქციონზე 991 291 ლარად გამოიტანეს.

მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 01.20.01.109.105  შეფასდა 673 350 ლარად, ხოლო აუქციონზე 755 089 ლარად გამოიტანეს.

მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 01.20.01.109.106  შეფასდა 1 578 459 ლარად, ხოლო აუქციონზე 1 764 983 ლარად გამოიტანეს.

მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 01.20.01.109.108  შეფასდა 895 924 ლარად, ხოლო აუქციონზე 974 379 ლარად გამოიტანეს.

მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 01.20.01.109.109  შეფასდა 1 377 747 ლარად, ხოლო აუქციონზე 1 522 747 ლარად გამოიტანეს.

მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 01.20.01.109.110  შეფასდა 895 406 ლარად, ხოლო აუქციონზე 973 649 ლარად გამოიტანეს.

მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 01.20.01.109.111  შეფასდა 524 610 ლარად, ხოლო აუქციონზე 588 563 ლარად გამოიტანეს.

მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 01.20.01.109.113  შეფასდა 850 596 ლარად, ხოლო აუქციონზე 921,894 ლარად გამოიტანეს.

მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 01.20.01.109.114  შეფასდა 1 477 007 ლარად, ხოლო აუქციონზე 1 650 688 ლარად გამოიტანეს.

მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 01.20.01.109.116  შეფასდა 595 143 ლარად, ხოლო აუქციონზე 667 421 ლარად გამოიტანეს.

მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 01.20.01.109.117  შეფასდა 802 621 ლარად, ხოლო აუქციონზე 802 621 ლარად გამოიტანეს.

მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 01.20.01.109.118  შეფასდა 834 568 ლარად, ხოლო აუქციონზე 903 807 ლარად გამოიტანეს.

მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 01.20.01.109.120  შეფასდა 5 406 173 ლარად, ხოლო აუქციონზე 6 157 179 ლარად გამოიტანეს.

მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 01.20.01.109.121  შეფასდა 673 350 ლარად, ხოლო აუქციონზე 982 121 ლარად გამოიტანეს.

მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 01.20.01.109.122  შეფასდა 835 120 ლარად, ხოლო აუქციონზე 936 537 ლარად გამოიტანეს.

მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 01.20.01.109.123  შეფასდა 889 994 ლარად, ხოლო აუქციონზე 968 263 ლარად გამოიტანეს.

მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 01.20.01.109.125  შეფასდა 844 200 ლარად, ხოლო აუქციონზე 946 752 ლარად გამოიტანეს.

მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 01.20.01.109.127  შეფასდა 2 319 961 ლარად, ხოლო აუქციონზე 2 600 802 ლარად გამოიტანეს.

მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 01.20.01.109.128  შეფასდა 1 943 160 ლარად, ხოლო აუქციონზე 2 162 293 ლარად გამოიტანეს.

მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 01.20.01.109.129  შეფასდა 1 424 756 ლარად, ხოლო აუქციონზე 1 577 916 ლარად გამოიტანეს.

მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 01.20.01.109.130  შეფასდა 1 574 768 ლარად, ხოლო აუქციონზე 1 731 836 ლარად გამოიტანეს.

მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 01.20.01.109.131  შეფასდა 854 682 ლარად, ხოლო აუქციონზე 978 212 ლარად გამოიტანეს.

2022 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ შეფასებული ქონების საორიენტაციო საბაზრო ღირებულება ჯამში 34 822 568 ლარს შეადგენს. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ კი 30 ობიექტი 38 583 890 ლარად გამოიტანა.

მთავრობამ  საპრივატიზაციო ნუსხაში წყნეთის აგარაკები 2019 წელს შეიტანა. მაშინ ობიექტის საერთო საწყისი ფასი 55,710,287 ლარს შეადგენდა. პლუს ამას ინვესტორს ადგილზე ტურისტული კომპლექსი უნდა მოეწყო, რაშიც მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. საბოლოოდ  წყნეთის „სამთავრობო აგარაკები“ 8 710 287 ლარით ნაკლებად – 47 000 000 ლარად გაიყიდა.

commersant.ge

 

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.