ხაშურში, სოფელ ცედანის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯერ კიდევ იწვის ფოთლოვანი ტყის საფარი. ამ დროის მონაცემებით, დამწვარია 10 ჰა ფართობი.
ადგილზე მობილიზებულია ყველა სამსახური. 220 მეხანძრე-მაშველი და 12 სახანძრო-სამაშველო სპეცტექნიკა
ამავდროულად გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
www.travelingeorgia.ge