ხაშურში არსებული სკვერის რეაბილიტაცია ზაფხულში დასრულდება.მუნიციპალიტეტის ინფორმაცით, სამშენებლო სამუშაოები უკვე დაიწყო, ამ ეტაპზე ძველი კონსტრუქციების დემონტაჟი მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, ახალი შადრევნის მოწყობა, გარე განათებებისა და დასასვენებელი სკამების მონტაჟი, მოეწყობა კალათბურთისა და სკეიტბორდის მოედნები, ახალი ატრაქციონები, ტრენაჟორები, დაიგება ქვაფენილი, მოეწყობა მწვანე სივრცეები.
პროექტის ღირებულება 1 234 777 ლარია.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პარკი ქალაქის ცენტში მდებარეობს და განსაკუთრებით, ახალგაზრდების საყვარელი ადგილია, ამიტომ სივრცის გალამაზება და კომფორტულად მოწყობა, მნიშვნელოვანია, როგორც ქალაქის მცხოვრებლებისთვის, ასევე სტუმრებისთვის.