ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ხელისუფლების მხრიდან კერძო სექტორის მიმართ ქედმაღლური დამოკიდებულება არ იცვლება“ - ია თაბაგარი
31 მაისი, 2021

შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ია თაბაგარმა საქართველოში ტურისტული სეზონის გახსნაზე და მასთან დაკავშრიებულ პრობლემებზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“  ისაუბრა. მისი თქმით, ტურ-ოპერატორებს არ შეუძლიათ მკაფიო და ჩამყალიბებული ინფორმაციის მიწოდება მათთვის ვისაც ზაფხულის საქართველოში გატარება სურს, გარდა ამისა თაბაგარი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს არ აქვს კონკრეტული გეგმა იმის შესახებ თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ საქართველოში მარტივად შემოსვლას.

“საკითხავია სერვისების მხრივ თვითონ ტურ-ოპერატორები როგორ ემზადებიან და როგორ დახვდება ტურისტებს  საქართველო, ჩემი აზრით ამ მიმართულებით ჩავარდნები გვაქვს, ასევე შეიძლება ითქვას, რომ თვითონ მასპინძელი ობიქტები, რომლებიც ტურისტებს უნდა მოემსახურონ მზად არ არიან. მაგალითად რისთვის არის ე.წ. კომენდანტის საათი 23:00-იდან 05:00 საათამდე, რა შედეგის მომტანია, ვიღაცამ უნდა გვითხრეს, იმის ახსნა რომ 23 საათზე გარეთ არ გავიდნენ ტურისტებისთვის ძალიან რთულია.

მე თვითონ საცხენოსნო ტურიზმის ობიექტს წარმოვადგენ,  გვქონდა შემთხვევა როდესაც ამინდი გაუარესდა და რამდენიმე საათით შევფერხდით,  საღამოს  6 საათიდან რომ დავიწყეთ 144 -ის ოპერატორთან კომუნიკაცია, ვუხსნიდით რომ ამინდის გაუარესების გამო გვაგვიანდებოდა და ვერ ვახერხებდით ტრანსპორტამდე მისვლას, მხოლოდ  2 საათის შემდეგ მივაღწიეთ გადაადგილების ნებართვას, ეს  ჩვენი სახელმწიფოა და 144-ში იმისთვის არიან  დასაქმებულები, რომ ხელი შეგვიწყონ და დაგვეხმარონ. როდესაც  ეუბნები, რომ  ტყეში  ცხენებით  სტუმრებთან  ერთად  რჩები და ელემენტარულად მანქანამდე მისვლას ვერ ასწრებ, რადგან სეტყვაა და წვიმს, ისინი გეუბნებიან  რომ მათი სამსახური მსგავს საკითხებს არ ეხება, აბა  რას  ეხება?  ამაზე  ცალკე  უნდა დაგდეს   საკითხი და  აუცილებლად მივმართავთ  ხელისუფლებას,  რადგან როდესაც ტურიზმი ინტენსიურ  ფაზაში  გადავა სიტუაცია უფრო დამძიმდება”, -  აღნიშნა ია თაბაგარმა.

ია თაბაგარი მინისტრების მადრიდში გამოფენაზე ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი გამოფენები კერძო  სექტორისთვის იმართება და ბიუჯეტის ხარჯზე ამხელა დელეგაცით  წასვლა გაუგებარია. მან ასევე თქვა, რომ ხშირად ხელისუფლებას სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი არ აქვს.

“ტურიზმის ადმინისტრაციას არ ჰყავს ხელმძღვანელი,  ძალიან დიდი  ხანია ჩნდება  კითხვა, თუ რატომ არის ეს პოსტი ვაკანტური, ალბათ იმიტომ რომ ასეთი ქაოტური მდგომარეობა აწყობთ რადგან  დარღვევებზე პასუხს ვერავის მოვთხოვთ. ახლახანს  ვიგებთ, რომ მინისტრები მადრიდში გამოფენაზე წავიდნენ, სადაც კერძო სექტორი ძალიან მცირე  რაოდენობით იყო წარმოდგენილი, ხოლო სახელისუფლებო რგოლი დიდი რაოდენობით, როგორც წესი მსგავსი გამოფენები იმისთვის იმართება, რომ ინფორმაციის  გაცვლა-გამოცვლა და ქვეყნების ერთმანეთთად დაკავშირება მოხდეს, ამხელა დელეგაციით სახელმწიფო ბიუჯეტის  ხარჯზე  წასვლა  გაუგებარია.  ხელიუფლების მხრიდან კერძო სექტორის მიმართ ქედმაღლური  დამოკიდებულება არ იცვლება.

ვფიქობ. რომ [ხელისუფლებას] სწორი გადაწყვეტილების მიღების  უნარი არ  აქვს,  რასაკვირველია ჯობდა რომ ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსად მარიამ ქვრივიშვილი დარჩენილიყო, შემდეგ  პარლამენტიდანაც ძალიან აქტიურობდა. ჩანს  რომ  ხელისუფლებამ  არ  იცის  რას  აკეთებს, გადაწყვეტილებებს სწრაფად იღებენ, სამოქმედო გეგმა კი არ აქვთ. მაგალითად  ხელისუფლება კერძო  სექტორს  შეღავათებს პირდებოდა, იქნებოდა ეს  საშემოსავლო გადასახადის გადავადება თუ სხვა, რაც არ შესრულდა, სამაგიეროდ ტურისტულ კომპანიებს დაადეს  ყადაღა, აი ასეთ დღეშია დღეს ტურიზმი.

მასპინძლობის  ინდუსტრიაც  არ არის მოწყობილი, ყველას  ვინც მასპინძლობის  სექტორშია ჩართული სჭირდება  კომფორტი, რომ ნორმალური სერვისი  მიაწოდოს იმათ, ვინც  შეიძლება  რომ ზაფხულში  ჩამოვიდეს. კითხვაზე თუ როგორ არის ქვეყანა სეზონისთვის მომზადებული, ჩემი პასუხია, რომ ცუდად”,  - აღნიშნა ია  თაბაგარმა. 

რაც შეეხება ტურისტული სეზონის მოლოდინებს, თაბაგარი  ფიქრობს, რომ მიუხედავად  შეზღუდვებისა საქართველოს მიმართ  ინტერესი მაინც არსებობს, თუმცა მისივე  აზრით სახელმწიფომ ტურიზმის  განვითარებას ხელი უნდა  შეუწყოს და ტურისტებმა შეფერხებების  გარეშე უნდა  შეძლონ დასვენება. 

„თავად  ამერიკელი  ტუროპერატორები, რომლებიც თავიანთ  მოქალაქეებს  საქართველოში  გზავნიან  გახარებულები არიან იმ ფაქტით, რომ ტურიზმის გამოცოცხლება შეინიშნება. იგივე შემიძლია ვთქვა ევროპაზე,  ძალიან დიდი  ინტერესია ახლო აღმოსავლეთის  ქვეყნებიდან  საიდანაც ფრენებიც  დაემატა. მაგრამ რატომ უნდა შეექმნას დასასვენებლად ჩამოსულ ადამიანს ბარიერები, თუნდაც როგორიცაა კომენდანტის საათი.

ვფიქრობ რომ ვაქცინაცია ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია, ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი, რადგან თუ ერთი არ აიცრება და მის გარშემო ბევრი იქნება აცრილი ესეც თავდაცვის მექანიზმია. ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის გაიხსნას სპეციალური პლატფორმა, რომ ვაქცინაციაზე მარტივად შეძლონ დარეგისტრირება, უბრალოდ  ამას  ყველაფერ  სჭირდება  ორგანიზება,  სწორი მიმართულებით  წაყვანა”, - აღნიშნა ია თაბაგარმა.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.