ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ხეთას ციხეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
07 სექტემბერი, 2018

ხობის მუნიციპალიტეტში, სოფ. ხამისკურში მდებარე შუა საუკუნეების ხეთას ციხეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ციხე-სიმაგრე ხეთა-ხამისკურის საზღვარზე, სენაკი-ზუგდიდის საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს საქირიოს უბანში მდებარეობს. ციხიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მოჩანს ჯეგეთის მთა. კულტურუი მემკვიდრეობს ეროვნული სააგენტს ცნობით, ციხე ძირითადად ნაგებია ადგილობრივი კირქვებით, გამოყენებულია, აგრეთვე, დიდი ზომის რიყის ქვებიც. ეზოში შეინიშნება გაურკვეველი დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები. ციხის გარეთ, სამხრეთ-დასავლეთით, რამდენიმე მეტრში გამოდის წყარო. გალავანს შიგნიდან მიშენებული აქვს სამი დიდი ოთხკუთხა კოშკი, რომელთაგან ერთი ძლიერ დაზიანებულია.

ციხისა და კოშკების სიმაღლე 5-10 მეტრს აღწევს, მათი ზედა ნაწილი ,,წაკვეთილია’’. ჩრდილოეთის კოშკში შემორჩენილი მოზრდილი ზომის დამტვრეული ქვევრი, სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკში კი ხუთი ქვევრია. აღმოსავლეთით დაზიანებული სარკმელია, რომლის მარჯვენა მხარეს თაღედის კვალია დარჩენილი, სარკმლის ქვემოთ კედელი ორივე მხარეს შელესილია, ჩანს აქ ნაგებობა იყო მიდგმული, შესაძლოა იგი ციხის სამლოცველო ყოფილიყო. ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე კოშკსა და კარიბჭეს შორის გალავანში გამართულია სათოფე ნიში. გალავნის აღმოსავლეთ ნაწილში შეიმჩნევა გაურკვეველი ნაგებობის მინაშენის კვალი.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.