ხევსურეთში რუსული ჭურვების შედეგად დაზიანებული ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაცია დასრულდა
ხევსურეთში რუსული ჭურვების შედეგად დაზიანებული, უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის, ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაცია დასრულდა.
კოშკი მძიმედ დაზიანდა რუსეთ ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, 2001 წელს, როდესაც რუსეთის მხრიდან ნასროლი ჭურვები მოხვდა მის ორ ფასადს. ღრმა ბზარები გაუჩინა კედლებს, დააზიანა კოშკის ღიობები და შიდა ნაწილი.
კოშკის რეაბილიტაცია 2021 წელს დაიწყო, რაშიც დიდი წვლილი შეიტანეს ქართველმა და ფრანგმა მოხალისეებმა. აღდგენითი სამუშაოები საქართველოს ეროვნული ფონდის პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
imedinews.ge