ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
13 აგვისტო, 2018

ხობის მუნიციპალიტეტში, სოფ. ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

სახლი სოფელ ძველ ხიბულაში, მდინარე ჭანისწყლის მარჯვენა მხარეს მდებარეობს, სახლი ორსართულიანია, ქვედასართული ქვისაა, ზედა ხის. წინა მხარეს აქვს აივანი, ჩრდილო-აღმოსავლეთით მიდგმული აქვს ქვის კიბე. სახლის ფართობი 108 კვ. მეტრია, საკარმიდამო ნაკვეთის 12500.00 კვ. მეტრი. სახლი დაზიანებულია და მოითხოვს კაპიტალურ შეკეთებას.

2015 წელს საზოგადოების ერთმა ჯგუფმა შეისყიდა სახლ-კარი და საკარმიდამო ნაკვეთი. ამჟამად გაფორმებულია ნუგზარ შონიას სახელზე, ნუგზარ შონია და საზოგადოება ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალური მუზეუმის მოწყობის მიზნით, გამოთქვამს მზაობას აღნიშნული სახლ-კარი გადასცეს სახელმწიფოს. 

ძველ ხიბულაში მდებარეწ ამ სახლში ცხოვრების ბოლო დღეები გაატარა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ. იგი აქ აღმოჩნდა 1993 წლის დეკემბერში სამოქალაქო ომის დროს, ეს სახლი ეკუთვნოდა ძველი ხიბულას მკვიდრს კარლო ღურწკაიას. ზვიად გამსახურდია ამ სახლში დაიღუპა გაურკვეველ ვითარებაში 1993 წლის 31 დეკემბერს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.