ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ხიდი 4 დღეში - ლეძაძამე-კვაუთის გზაზე მოძრაობა აღდგა
21 აგვისტო, 2018

სენაკის მუნიციპალიტეტში, ლეძაძამე-კვაუთის გზაზე დროებითი ხიდის მოწყობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დროებითი ხიდის დაპროექტებისა და მოწყობის სამუშაოები უმოკლეს ვადებში, 4 დღეში განახორციელდა.

შეგახსენებთ, რომ 10 აგვისტოს ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარე ტეხურმა ლეძაძამე-კვაუთის გზაზე არსებული ხიდი დაანგრია და 80-მდე ოჯახი გარე სამყაროს მოწყვიტა.

ხიდის მოწყობის შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა ლეძაძამე-კვაუთის გზაზე გადაადგილებას  უპრობლემოდ შეძლებს.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.