ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ხილის ფესტივალი გურჯაანში: მეღვინეობა კახეთის სავიზიტო ბარათია და მეხილეობაც მნიშვნელოვანი უნდა გახდეს
30 ივლისი, 2018

გურჯაანში, კურორტ „ახტალას“ ტერიტორიაზე ხილის ფესტივალი გაიმართა.
ხილის ფესტივალი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.



„მეღვინეობა ხომ კახეთის სავიზიტო ბარათია და მეხილეობა ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი უნდა გახდეს. წელს, კახეთის რეგიონში ხილის ფესტივალის ჩატარების პირველი მცდელობა გვაქვს. სწორედ ამიტომ, მოგმართავთ თხოვნით, ყველა მონაწილეს, რათა გაგვიზიაროთ თქვენი ხედვა და სურვილი, რომ კიდევ უფრო შინაარსიანი და კიდევ უფრო განდიოზული გავხადოთ შემდეგ წლებში ხილის ფესტივალი“- აღნიშნა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ხილის ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ხილის ადგილობრივმა მწარმოებლებმა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა, ბიზნეს სექტორის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმოდაგენლებმა. ფესტივალზე სპეციალურად მოწყობილ პავილიონებში კახელმა ფერმერებმა განათავსეს პროდუქცია, გაიმართა ხილის დეგუსტაცია, თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის წარმომადგენლება შექმენს საექსპერიმენტო გარემო, მსგავსი კონცეფციით წარმოდგენილი იქნა ასევე კაჭრეთის საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“.

ფესტივალზე ფერმერები სერტიფიკატებით დააჯილდოვეს. 

ხილის ფესტივალი რეგიონში პირველად გაიმართა, რომლის მიზანია ადგილობრივად წარმოებული ხილის პოპულარიზაცია, ფერმერთა მიერ წარმოებულ პროდუქციაზე ცნობადობის ამაღლება, როგორც შიდა ისე საექსპორტო ბაზრებზე, სწორი კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.