ხიხანის ციხესთან მისასვლელად საბაგირო გზა მოეწყობა. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საბაგირო გზის მოწყობაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
მისივე თქმით, ასევე იგეგმება კურორტ გომარდულზე არსებული საბაგირო გზის სიგრძის გაზრდა, გაუმჯობესდება ხულოში თაგოს ბაგირგზა.
„მიმდინარეობს მოლაპარაკება ახალი საბაგირო გზების გაკეთებაზე არამარტო გოდერძის მიმართულებით, ასევე გომარდულის მიმართულებით და თაგორის გადასასვლელზე. ამ მიმართულებით ჩვენ მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებთ და ვიზეიმებთ ახალი მარშრუტების გახსნას, ახალი საბაგირო გზების მოწყობას“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე „აჭარის ტელევიზისათან“ ამბობს, რომ ტურისტების მოზიდვის მიზნით, ინფრასრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად, მაღალმთიანეთში შქერნალის ტერიტორიაზე ალპური ბოტანიკური ბაღის მოწყობა გრძელდება. გეგმის მიხედვით, შქერნალში მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი, ავტომობილის პარკინგი და ტურისტებისთვის საპიკნიკე ტერიტორიები. ალპურ ბაღზე 2015 წლიდან დღემდე 700 ათას ლარამდე დაიხარჯა.
რაც შეეხება ხიხანის ციხეს ის ზღვის დონიდან 2236 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ხიხანის ციხე XI-XIII საუკუნეებით თარიღდება და მდიდარია ისტორიული წარსულითა და მნიშვნელობით. ციხის რეაბლიტაცია 2013 წლიდან დაიწყო და დღესაც გრძელდება. რებიალიტაცია ციხის გეოგრაფიული მდებარებისა და კლიმატური პირობების გამო გართულებულია. ამ დროისთვის ციხეს მხოლოდ ნაწილობრივ აქვს ჩატარებული რეაბილიტაცია. ხიხანის რეაბილიიტაციის დეტალებსა და პერსპექტივაზე ზურაბ პატარაძემ 2017 წლის 28 აგვისტოს ისაუბრა. მან საზოგადოებას მარიამობა სწორედ ხიხანის ციხიდან მიულოცა. მაშინ აღინიშნა, რომ 2018 წელს ხიხანის ციხის კიდევ ერთი კოშკის რეაბილიტაცია იგეგმებოდა.
www.travelingeorgia.ge