ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ხმელთაშუა ზღვიდან შავი ზღვის აკვატორიაში შემოსული გიგანტური კუ სასტუმრო „პარაგრაფის“ საკარანტინო აუზში მოათავსე
25 მარტი, 2019

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხმელთაშუა ზღვიდან შავი ზღვის აკვატორიაში ფოთის სანაპირო ზოლში გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუს სახეობა (კარეტაკარეტა) შემოვიდა.

უწყების ცნობით, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სპეციალისტების განცხადებით, კუ დაუყოვნებლივ საჭიროებდა რეაბილიტაციას.

„აღნიშნული სახეობისთვის საჭირო პირობები არ არსებობს არც ბათუმის დელფინარიუმში და არც აკვარიუმში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა დახმარებისთვის სასტუმრო „პარაგრაფის“ აკვარიუმს მიმართეს.

გიგანტური კუ სარეაბილიტაციო კურსს აღნიშნული სასტუმროს საკარანტინო აუზში გაივლის, სარეაბილიტაციო კურსის გავლის შედეგ კი გარემოში აპირებენ დაბრუნებას“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

გიგანტური კუ ფოთში, ნაბადის უბანში, ზღვის სანაპიროზე დღეს იპოვეს.

1tv


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.