ხობს 2018 წლის შემოდგომისთის ახალი, მრავალფუნქციური სპორტკომპლექსი ექნება. კომპლექსის მშენებლობა 2,5 მლნ ლარი ჯდება და მასში მოეწყობა საჭიდაო მოედანი, ჭადრაკის დარბაზი, საბილიარდე, ფიტნესდარბაზი და საუნა.
ყოფილი კინოთეატრი “თუთარჩელას“ შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის ცნობით, ხობში სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალება ექნებათ კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები. პროექტით გათვალისწინებულია ელექტროგაყვანილობის, გათბობის და ვენტილაციის სისტემების მოწყობა.
სპორტკომპლექსის მშენებლობაზე 40 ადამიანია დასაქმებული.
www.travelingeorgia.ge