ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ხოკერაანთ ნასახლარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
10 სექტემბერი, 2018

ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაღრაანში მდებარე XV-XVI საუკუნის სასახლე - ხოკერაანთ ნასახლარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

სასახლე ორსართულიანია, გამართულია დასავლეთ-აღმოსავლეთის ღერძზე. ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე, გამოყენებულია აგური. შედგება ერთ ხაზზე განლაგებული სამი სხვადასხვა ზომის დარბაზის (ყველაზე დიდია აღმოსავლეთის, ყველაზე პატარა შუა დარბაზი), მცირე საკუჭნაოსა და მინაშენისგან.

სასახლე ერთ-ერთი დიდი საერო ნაგებობაა, რომელიც ისტორიას შედარებით უკეთ შემორჩა საქართველოში. ის ამ მხარის ფეოდალის საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო, რომელიც დაკავშირებული იყო მისგან 100 მეტრში მდგარ ღვთაების საეკლესიო კომპლექსთან.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.