ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ხორცი, რძის პროდუქტი, თევზი ყველაფერი გაძვირდა - შევეცდებით მენიუზე ფასი მინიმალურად გავზარდოთ
02 აპრილი, 2021

„სესხები უცხოურ ვალუტაში, პროდუქტი გაძვირებული, მოსახლეობა გაღარიბებული, ღარიბაშვილი პრემიერად - მოკლედ, რომ ვთქვათ ძალიან ცუდ დღეში ვართ“, - ამის შესახებ „კომერსანტს“„შავი ლომის“ დამფუძნებელმა მერიკო გუბელაძემ განუცხადა. ცნობილ რესტორატორს არ მაქვს მოლოდინი, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა დასტაბილურდება. მისი თქმით, ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი სარესტორნო ბიზნესი ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების ფონზე მენიუზე არსებული ფასების შენარჩუნებას ვერ შეძლებს.

„ლარის კურის გაუფასურება, სარესტორნო ბიზნესზე ძალიან მძიმედ ისახება. ისედაც ვიბრძვით, რომ ფასები შევინარჩუნოთ და გაღარიბებულ მოსახელობას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ რესტორანს ესტუმროს, მაგრამ ასე გაგრძელება შეუძლებელი იქნება. ან ქველომქედებაზე უნდა გავიდეთ ან ბიზნესი დავტოვოთ, თუ ბიზნესი გვინდა გამორიცხული იქნება იგივე ფასების შენარჩუნება. დოლართან ისე არის მიბმული მთელი ჩვენი ქვეყანა, რომ ყველაფერი ძვირდება. თითქოს სოფლის მეურნეობის პროდუქტზე გაუფასურებული ლარი არ უნდა ისახებოდეს, მაგრამ მნიშვნელოვნად მოქმედებს. გაძვირდება ყველაფერი ხორცი, რძის პროდუქტი, თევზი. ყველაფერი შემოტანილია ამ ქვეყანაში, ზეთი საშინლად გაძვირდა, ცალსახად ყველაფრის ფასი მოიმატებს. ველოდებით, როგორ აისახება ეროვნული ვალუტის გაუფასურება პროდუქტის ფასზე, ეს პროცესი ხომ ახლა ხდება. ჯერ ლარი დაეცა, შემდეგ პროდუქტი გაძვირდება რამდენიმე დღეში ჩვენც გვეცოდინება რამდენით გაიზრდება მენიშუში ფასები. შევეცდებით მინიმალურად ავწიოთ ფასი, მაგრამ სამწუხაროდ  აწევა აუცილებლად მოგვიწევს“, - განმარტავს მერიკო გუბელაძე.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.