კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხოვლეს, წმიდა კვირიკეს სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები მიმდინარეობს.

შუალედური ანგარიშის მიხედვით, შესრულებული სამუშაოების შედეგად არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ ეკლესიის გარშემო ხელით მოიჭრა მიწა, ოთხივე ფასადზე გადაეწყო საპირე წყობა კირდუღაბზე, მოეწყო საპირე წყობა ახალი ქვით კირდუღაბზე ფასადისა და ინტერიერის მხრიდან ახალი კედლების შესაქმნელად, კედლები,ეკლესიის შიდა კედელი და საპირე წყობა გაიწმინდა ძველი ნალესობისაგან და გასუფთავდა ლითონის ჯაგრისებით,გამოქარული ადგილების რარები ამოივსო კირხსნარით, მოხდა კონქისა და კამარის გადაყვანა ნატეხი ქვით, სახურავი შეივსო პემზაბეტონით,მოეწყო რკინა-ბეტონის სარტყელი ლავგარდანის შიგნით მთელს პერიმეტრზე,მოეწყო ახალი თარო-კარნიზი კირდუღაბზე.
სოფელ ხოვლეს, "წმიდა კვირიკეს" სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წელსაა დაგეგმილი.
www.travelingeorgia.ge