ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ხუდონი, ნამახვანი, ხადორი3… – 115 ჰესი, რომელთა ამუშავებას მთავრობა 2027 წლის ჩათვლით ელოდება
23 მაისი, 2019

საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა იმ პერსპექტიული ჰესების ნუსხას მოიცავს, რომელთა ექსპლოატაციაში შესვლას მთავრობა 2027 წლის ჩათვლით ელოდება.

ათწლიანი განვითარების დოკუმენტს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ადგენს, რომელიც თავის მხრივ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

როგორც გეგმაში წერია, 2027 წლისთვის 115 ახალი ჰიდროელექტროსადგური უნდა იყოს ძალაში შესული, საიდანაც წელს მხოლოდ ექვსია გათვალისწინებული, მათ შორის, პანკისის ხეობაში – “ხადორი 3”, რომლის განხორციელების გეგმა, ადგილზე განვითარებული მოვლენების გამო, ჯერჯერობით, უცნობია.

საერთო ჯამში, დოკუმენტის თანახმად, 2027 წელს ამ ახალი პროექტების ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ 3 760 მეგავატს უნდა მიაღიოს.

ამასთან, ქსელის განვითარების გეგმაში აღნიშნულია, რომ ათი წლის შემდეგ, საქართველოში წარმოებული ელექტროენერგია თითქმის 29 მილიარდ კილოვატ/საათს მიაღწევს ანუ ეს დაახლოებით, ორჯერ მეტია, ვიდრე გენერაციის ობიექტებმა წელს შეიძლება გამოიმუშაონ. სწორედ 10 წლის შემდეგ, არსებული პროგნოზის მიხედვით, ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 50%-ით მეტი იქნება.

ამ პროგნოზებთან ერთად, სახელმწიფო ელექტროსისტემა აღნიშნავს, რომ საქართველოში სტრატეგიული პროექტების განხორციელება ჭიანურდება.

“ხდება სტრატეგიული პროექტების ოპერირებაში შესვლის უწყვეტი გადავადება.

ეს შეეხო გადაცემის პროექტებს “ჯვარი-ხორგა”, “ბათუმი-ახალციხე” და “ქსანი-სტეფანწმინდა”, რამაც ხელი შეუშალა: 1. ენგურის კვანძის ელექტროენერგიის ოპტიმალურ გამოყენებას; 2. შეამცირა ელექტროგადამცემი ქსელის საიმედოობა, რადგან ვერ დარეზერვდა 500 კვ ეგხ იმერეთი და ეგრისი-1,2, ასევე ვერ „დაეხმარა“ ქსელის განტვირთვაში სისტემას დარიალჰესის სიმძლავრე, რომელის მხოლოდ ნაწილობრივ გამოტანა ხორციელდება.

ყოველწლიურად ხორციელდება სტრატეგიული მნიშვნელობის ჰესების ექსპლუატაციაში გაშვების თარიღების გადავადება;

ამ ყველაფრის შედეგია, რომ შიდა წყაროების გენერაცია ვერ ეწევა მოხმარების ზრდის ტემპებს და იზრდება დამოკიდებულება ელექტროენერგიის/საწვავის იმპორტზე”, – აღნიშნულია ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაში.

პერსპექტიული ჰესები:






© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.