ხულოს საბაგიროს სარემონტო სამუშაოებისთვის 65 205 ლარი დაიხარჯა. ხულოს მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, გასულ წელს გამოცხადებულ ტენდერში შპს „საქსპეცტრანსმა“ გაიმარჯვა.
„ხულო-თაგოს ბაგირგზის მექანიზმების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განხორციელდა ამძრავი ძირითადი და დამხმარე რედუქტორებისა და გადამცემი ქუროების რემონტი.
აგრეთვე, სადგურის მზიდი ბაგირისამონაგის, სამგზავრო ვაგონის ურიკისა და გამწევი ბაგირის კონტრტვირთის ყუთის რემონტი“, - განმარტავენ მუნიციპალიტეტში.
ხულოს საბაგირო თავისი სიგრძით და სიმაღლით ევროპაში მეორე ადგილზეა და სოფელი თაგო გარესამყაროს სწორედ ამ საბაგიროთი უკავშირდება.
ფოტო: Gobatumi.com