ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
$5 მილიონიანი Super 8 by Wyndham-ის სასტუმროს მშენებლობა 2023 წლის ნაცვლად, სავარაუდოდ მომავალ წელს დასრულდება
24 ოქტომბერი, 2023

„არქიმ“ თბილისში, 4 934 კვ.მ-ზე, სამვარსკვლავიან სასტუმროს Super 8 by Wyndham კორექტირებული პროექტის გაგრძელების ნებართვა არქიტექტურის სამსახურისგან რამდენიმე დღის წინ მიიღო.

მსოფლიოში წამყვანი ქსელის „ვინდჰემის“ ბრენდის სასტუმროს მშენებლობა თბილისში, ნავთლუღის ქუჩაზე, კომპანიამ მიმდინარე წლის იანვარში დააანონსა და განაცხადა, რომ $5 მილიონიანი პროექტი წლის ბოლოს დასრულდებოდა.

„მოხარული ვართ, რომ თბილისში, სამვარსკვლავიან, 13-სართულიან სასტუმროს „Super 8 by Wyndham“  ვაშენებთ, რომელიც 2023 წლის ბოლოს გაიხსნება. სასტუმრო 129 ნომერს მოიცავს და მომხმარებლებს საინტერესო დიზაინს, მიმზიდველ ლოკაციასა და ხელმისაწვდომ ფასს ვთავაზობთ“, – განაცხადა იანვარში კომპანია „არქი“-ს გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა.

თუმცა, არქიტექტურის სამსახურისთვის წარდგენილი ბოლო კალენდარული გრაფიკის მიხედვით, სამუშაოთა ხანგრძლივობა 19 თვეს მოითხოვს, შესაბამისად მისი დასრულება მომავალ წელს იგეგმება. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში განხორციელდება: შიდა და გარე კედლების მოწყობა, ფასადის ფანჯრების და ვიტრაჟების მოწყობა, ფასადის მოპირკეთების სამუშაოები, იატაკების მოწყობის სამუშაოები, შიდა კარების მოწყობა, შიდა MEP გაყვანილობის სამუშაოები, შენობის აღჭურვა მოწყობილობებით ავეჯით და ინვენტარით, ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები.

ამ ეტაპისთვის დასრულებულია ძირითადი სამშენებლო სამუშაოები და პროექტი ასე გამოიყურება.

სასტუმროს დასრულების შემდეგ ასეთი ვიზუალი ექნება.

commersant.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.