ორთაჭალაში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „Tbilisi Waterfall“ 2020 წლის მარტში გაიხსნება. სასტუმროში 5 სხვადასხვა კატეგორიის 164 ნომერი იფუნქციონირებს. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 9 მილიონი დოლარია.
სასტუმროს განმახორციელებელი დეველოპერულ კომპანია “RRestate”-ია. სასტუმროს არქიტექტორი ვასილ გიორგაძე აცხადებს, რომ “Tbilisi Waterfall“ -ს რეგიონში პირველად ხელოვნური ჩანჩქერი ექნება, რომელიც მე-14 სართულზე მოეწყობა, მისი თქმით ჩანჩქერი წუთში 200 ლიტრს დაატრიალებს. გიორგაძის განმარტებით სასტუმროს ნომრები უახლესი ტიპის ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი.

„სასტუმროში ყველაფერი მოპირკეთებულია ბუნებრივი ქვებით და მარმარილთი. ნომერში განთავსებული იქნება 69 ინჩიანი ტელევიზორები . ვიტრაჟებზე გამოყენებული გვაქვს დაბალი მასიური მინები (ენერგოეფექტური შუშები). პირველ სართულზე რესტორანი განთავსდება, ხოლო მე-12 სართულზე ბარი და ღია აუზი. ცურვის დროს მოაჯირი ხელს არ გიშლის და შექმნილია ისეთი ეფექტი რომ თითქოს ვარდები. ბოლო ორი სართულზე განთავსებულია პენტჰაუსი. სასტუმროს ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა 50 მანქანაზე გათვლილი პარკინგი“, -ამბობს ვასილ გიორგაძე.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, მათი პროექტი დამკვეთს საკუთარ ნომერის ქონის შესაძლებლობას აძლევს, ეს კი ინვესტირებისთვის საუკეთესო საშუალებაა.
„ჩვენი პროექტი განსაკუთრებულია იმით, რომ კლიენტს საშუალებას აძლევს თავიანთ ნომრებში ინვესტიცია ჩადონ. 164 ნომრიდან უკვე გაყიდულია 91 ნომერი, ნაწილის გაყიდვას არც ვაპირებთ და გვინდა, რომ ჩვენ დავიტოვოთ. ინვესტორმა იმიტომ უნდა შეაჩეროს არჩევანი ჩვენზე, რომ ეს არის გამზადებული ბიზნესი, ახლა ძალიან პოპულარულია უძრავი ქონების შეძენა გასაქირავებლად და შემოსავალის გასაზრდელად. ჩვენ შემთხვევაში, გარკვეულ გარანტიასაც გავცემთ. ერთი კვ.მ ღირებულება არის 3 000 დოლარი, ხოლო ნომრის ფართი იწყება 33 კვადრატიდან, 110 000 დოლარი საკმარისი თანხაა ინვესტიციის განსახორციელებლად“,- განაცხადა ანა კოკილაშვილმა.

Tbilisi Waterfall – ის მენეჯერი ამბობს, რომ საფასო პოლიტიკა დამოკიდებულია იმაზე თუ როდის გაიხსნება სასტუმრო. ანა კოკილაშვილის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, ერთი ნომრის ღირებულება 170 დოლარიდან დაიწყება. „კომერსანტი“ს კითხვაზე რომლი ბრენდი შევა სასტუმროს მართვაში “RRestate”-ში გვპასუხობენ:

„უფრო მომგებიანია როდესაც ბრენდს არ ქირაობ, იმიტომ, რომ უფრო მეტი თანხა რჩება ინვესტორსაც და კომპანიასაც. ამიტომ, განიხილება ის ვარიანტი, რომ ჩვენ ჩამოვაყალიბოთ სასტუმრო მენეჯმენტის ჯგუფი. აღსანიშნავია ის, რომ ჩვენს რესტორანში იმუშავებენ ისეთი შეფები რომლებიც იმ რესტორნებში მუშაობდნენ რომელთაც ჰქონდათ მიშლენის ვარკვლავი“,- განმარტავს ანა კოკილაშვილი.

Commersant.ge