5 ვარსკვლავიანი სასტუმროს Hyatt Regency-ს პროექტის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს – ამის შესახებ „კომერსანტს“ პროექტის განმახორციელებელი კომპანიის „რუსთაველი ფროფერთისის“ გენერალურმა დირექტორმა მინდია გადაევმა განუცხადა. მისი თქმით,ამ დროისთვის მიმდინარეობს საძირკველის სამუშოები.საბოლოო ჯამში სასტუმროს მშენებლობის დასრულების თარიღი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა, განმარტავს, რომ მომავალი წლისთვის ბოლოსთვის შენობის კარკასი უკვე დასრულებული იქნება.
მისი განმარტებით, მოლაპარაკების პროცესია Hyatt Regency-ის პრემიუმ კლასის ქვებრენდზე გადასვლასთან დაკავშირებით. თუმცა ბიზნესმენი ამ ეტაპზე კონკრეტულ სახელწოდებას ვერ ასახელებს.
„მოგეხსენებათ, ჩვენ რუსთაველის გამზირზე იუსტიციის ყოფილი შენობა შევიძინეთ.შენობის მდებარეობიდან გამომდინარე Hyatt-მა Regency-დან პრემიუმ კლასშიგადასვლა შემოგვთავაზა, რასაც აქტიურად განვიხილავთ და რაც მოითხოვს გადაპროეტებას. დეტალებზე წლის განმავლობაში ჩამოვყალიბდებით. ბაზაზრეახალი პრემიუმ კლასის შემოსვლა ქვეყანაში ტურიზმის ზრდას შეუწყობს ხელს, “ – აღნიშნა მინდია გადაევმა.
Hyatt Regency-ს პროექტში ჯამში 60 მილიონი დოლარი ჩაიდება. შენობა განსხავვებული კონცეფციიდან გამომდინარე წინა ფასადით სამ, ხოლო უკანაფასადით 5 სართულიანი იქნება. სასტუმრო ჯამში 175 ნომრიანი იქნება.მშენებლობას სამშენებლო კომპანია „რუსთაველი პლაზა“ ახორციელებს.„რუსთაველი ფროფერთისმა“ იუსტიციის სამინისტროს ყოფილი შენობა აუქციონზე შეიძინა.
Commersant.ge