ხუთი ქართული ღვინო, რომლებმაც Sommeliers Choice Awards 2021-ზე გამარჯვება მოიპოვა
ხუთმა ქართულმა ღვინომ საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. კერძოდ, Sommeliers Choice Awards 2021-ზე წარმატება „ასკანელის“ ოთხ ღვინოს ხვდა წილად:
საფერავი – 90 ქულა – ოქროს მედალი
მუკუზანი – 87 ქულა – ვერცხლის მედალი
მუზა – 87 ქულა – ვერცხლის მედალი
ტენტურიე – 81 ქულა – ვერცხლის მედალი
ასევე Bimbili – Itsis Marani-ს ალექსანდრეულმა 86 ქულა და, შესაბამისად, ვერცხლის მედალი მიიღო.
Sommeliers Choice Awards-ი ყოველწლიურად გამორჩეულ ღვინოებს პრესტიჟული სომელიეებისგან შემდგარი ჟიურისგან გადაეცემა.
Sommeliers Choice Awards-ზე საკუთარი ღვინის წარდგენა ნებისმიერ მწარმოებელს წინასწარი რეგისტრაციის შედეგად შეუძლია, რის შემდეგაც იმართება კონკურსი და თითოეულ ღვინოს შესაბამისი ქულა ენიჭება. ქულები კი მედლის ხარისხს (ორმაგი ოქროს, ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს) განსაზღვრავს.
bm.ge