ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
YanAir Airlines-ი ოდესა-ბათუმის მიმართულებით ფრენებს 29 მაისიდან განაახლებს
21 მარტი, 2019

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, უკრაინული ავიაკომპანია YanAir Airlines-იოდესა-ბათუმის მიმართულებით  ფრენებს განაახლებს. ავიაკომპანიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ოდესა-ბათუმი-ოდესასმარშრუტზე YanAir Airlines-ი ​ ოპერირებას 29 მაისიდან შეუდგება და კვირაში ორი სიხშირით იფრენს. აღნიშნულ მარშრუტზე YanAir Airlines-მა ავიაბილეთების გაყიდვები უკვე დაიწყო. ბილეთის ფასი მოიცავს მოსაკრებლებს, 7 კგ ხელბარგს და 23 კგ ბარგს.

აღსანიშნავია, რომ YanAir Airlines-ი დღეისათვის კიევი-ბათუმი-კიევისმიმართულებით ასრულებს რეისებს და ავიაკომპანიამ ივნისიდან უკვე დაანონსა ხარკოვი-ბათუმი-ხარკოვის მიმართულებაზე ოპერირების განახლებაც.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.