უკრაინული ავიაკომპანია Yanair-ი ჟიტომირი-ბათუმის მიმართულებით ავიარეისების შესრულებას 30 ივლისიდან დაიწყებს.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, ფრენები კვირაში ერთხელ, ყოველ ორშაბათს განხორციელდება და მას რეგულარული რეისების სტატუსი ექნება.
Yanair-ი ჟიტომირი-ბათუმის მიმართულებაზე ფრენებს 27 აგვისტომდე განახორციელებს.
ჟიტომირი-ბათუმი- ჟიტომირის მიმართულებაზე ბილეთის (ორმხრივი) ფასი 5 000 გრივნაა.