ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ყაზახეთის ელჩი ყაზახურ მხარეს RIXOS- BORJOM-ში წილის 100%–მდე გაზრდას ურჩევს
16 აგვისტო, 2017

ყაზახეთის ელჩი საქართველოში ერმუჰამბეტ ერტისბაევი ყაზახურ მხარეს RIXOS- BORJOM –ში წილის 100% გაზრდას ურჩევს. ელჩმა abctv.kz-თან ინტერვიუში საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება, ქვეყანას „სამხრეთ კავკასიის ოაზისი“ უწოდა და ყაზახ ბიზნესმენებს ტურისტულ ინფრასტრუქტურაში ფულის დაბანდებაც ურჩია.

„ეს (RIXOS- BORJOM) ძალიან კარგი თანამედროვე სასტუმროა და რეკომენდაციას გიწევთ იქ შვებულება გაატაროთ.  იაფად შესაძლებელია მიიღოთ ბევრი პროცედურა და რაც მთავარია - ეს სამკურნალო წყალია. 10 დღე სვამთ  წყალს და ორგანიზმის მთლიანი გადატვირთვა ხდება“, - ამბობს დიპლომატი და აღნიშნავს, რომ ამ აქტივის კარგ ფასად გაყიდვა შესაძლებელია, ასევე შესაძლებელია ქართველი პარტნიორებისგან დარჩენილი 50% -ის გამოსყიდვაც, - წერს Gbc.ge

 „ისინი ამის წინააღმდეგნი არ არიან და ის იქნება 100%-ით  ყაზახური მხარის საკუთრება. ვფიქრობ, ყოველთვის იქნება ამ აქტივის მიმართ მოთხოვნა, რადგანაც ხალხი მუდმივად ჩავა იქ სამკურნალოდ და დასასვენებლად“, - ამბობს ელჩი.

როგორც ცნობილია "ყაზმუნაიგაზს" უკვე დიდი ხანია RIXOS- BORJOM- ის გაყიდვა სურს. სასტუმროს 50% საპარტნიორო ფონდს ეკუთვნის, რომელიც ბორჯომში ახალი ინვესტიციების ჩასადებად ემზადება, მათ შორის რომანოვების სასახლის რეაბილიტაციისთვის.

"კომერსანტის" ინფორმაციით, საპარტნიორო ფონდში RIXOS- BORJOM–ის გასხვისებასთან დაკავშირებით განხილვები არ ყოფილა. ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, მხარეებს წილის გაყიდვას არც კონტრაქტი ავალდებულებს.

როგორც ცნობილია, სასტუმრო კომპლექსი საპარტნიორო ფონდის და ყაზახური კომპანია „ყაზმუნაიგაზის" ერთობლივი ინვესტიციით აშენდა. პროექტის ჯამური ღირებულება 48 მლნ აშშ დოლარია.

 "კომერსანტი"


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.