ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ყაზბეგი-გუდაურის 4 საბაგირო დროებით ჩაირთვება
14 იანვარი, 2021

ოთხი საბაგირო - გუდაურა, ფირნი, კობი და თრუსო დროებით, მხოლოდ მგზავრთა გადაყვანის მიზნით ჩაირთვება. როგორც bm.ge-ის მთის კურორტების მართვის კომპანიაში უთხრეს, საბაგიროები იმუშავებს ყოველდღიურ რეჟიმში, 12:00-დან 15:00 საათამდე, საგზაო მოძრაობის აღდგენამდე.

„უამინდობის გამო, გუდაური-კობის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.

ვითვალისწინებთ ყაზბეგსა და გუდაურში მყოფი ადამიანების საჭიროებებს და მხოლოდ მგზავრთა გადაყვანის მიზნით, ჩაირთვება საბაგიროები - გუდაურა, ფირნი, კობი და თრუსო.

ოთხივე საბაგირო უზრუნველყოფს მგზავრთა გადაყვანას ყაზბეგიდან გუდაურის და საპირისპირო მიმართულებით", - აცხადებენ მთის კურორტების მართვის კომპანიაში.

მათივე განმარტებით, საბაგიროებზე ამსვლელები გაკონტროლდებიან და მოთხილამურეები არ დაიშვებიან

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.