ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ყაზბეგისა და გუდაურის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა დაიწყო
07 ნოემბერი, 2017

ყაზბეგისა და გუდაურის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა დაიწყო. პროექტს "მუნიციპალური განვითარების ფონდის" დაკვეთით კომპანია "ფერი" ახორციელებს. 

შედეგად, კობი-გუდაურის მონაკვეთზე 7,5 კმ-იანი საბაგირო მოეწყობა, რომლის მეშვეობითაც კობიდან გუდაურში მოხვედრა მაქსიმუმ 15 წუთის მონაკვეთში იქნება შესაძლებელი. 

კომპანია "ფერის" აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანიშვილი "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დაიწყო. მანამდე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა. ლაშა იორდანშვილი ამბობს, რომ საბაგიროს გახსნა მომავალი სეზონისთვის სურთ, თუმცა, ეს გარკვეულწილად კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული. 

კონტრაქტის ღირებულება 27 მილიონ 876 ათასი ევროა. 

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პროექტის განხორციელების შემდეგ შეიქმნება ერთიანი სათხილამურო სივრცე, რაც მთის კურორტებზე ტურისტების რიცხვს გააორმაგებს. 

ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, მოიცავს გუდაური-კობის საბაგირო გზის მოწყობას: 9, 10, 11-ს პროექტირებას, მოწოდებასა და მონტაჟს.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.