მცხეთა-მთიანეთის რეგიონმა სახალხო დღესასწაულს ყაზბეგობა უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში რეგიონულ-ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა“ და ფერმერთა აგროფესტივალი გაიმართა.
გამოიფინა 30 ქართველი მეწარმის პროდუქცია, მოეწყო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. გაიმართა ფოლკლორის სფეროს დამსახურებული მოღვაწეების დაჯილდოვება.
აგროფესტივალი ევროკავშირის მხარდაჭერით და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) თანამშრომლობით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში განხორციელდა.
როგორც მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ განაცხადა, ღონისძიებების ფარგლებში ერთი მხრივ მოვახდინოთ ქართული კულტურის, ხელოვნებისა და პროდუქციის პოპულარიზაცია ხდება, მეორეს მხრივ კი ადგილობრივ ფერმერებს პროდუქციის რეალიზებაში ხელშეწყობა.
ჩატარდა ქართული ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების ჩვენება და სპორტულ-გასართობი აქტივობები.
ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა, ქართველი და უცხოელი ვიზიტორები დაესწრნენ.
www.travelingeorgia.ge