ცნობილმა ბიზნეს გამოცემა Business Insider-მა ტოპ 100 ადგილის სია გამოაქვეყნა, რომელსაც ადამიანი თავისი სიცოცხლის განმავლობაში აუცილებლად უნდა ეწვიოს.
გამოცემამ მსოფლიოს 20 საუკეთესო მოგზაურ ბლოგერსა და მწერალს 5 გამორჩეული ადგილის დასახელება სთხოვა და ძალიან საინტერესო შედეგები მიიღო. საყურადღებოა, რომ ჩამონათვალში ყაზბეგიც მოხვდა.
„კავკასიის მთებში მდებარე პატარა ქალაქი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია მათ შორის, რაც მე მინახავს. ზაფხულის განმავლობაში თბილისში მყოფი ადამიანები კემპინგისთვის მთებში მიდიან, რათა თავბრუდამხვევი ჩანჩქერები და მწვერვალები იხილონ,“ აღნიშნავს Suitcase Magazine-ის რედაქტორი, ინდია დოული.
სტატიაში დადებითად არის დახასიათებული ქართული სამზარეულოც. მოსკოვზე საუბრისას Airbnb-ის გენერალური მენეჯერი ჩრდ. ევროპაში, ჯაიმს მაკკლარი აღნიშნავს, რომ მომავალი ვიზიტისას აუცილებლად დააგემოვნებს ქართულ საკვებს, რომლის პოვნაც რუსეთში შესაძლებელია.
ასეულში ასევე მოხვდა თურქეთი, ავსტრალია, ყაზახეთი, ჰავაის კუნძულები, იაპონია და სხვა ქვეყნები.
Business Insider
commersant.ge