ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა სტეფანწმინდაში სპორტული კომპლექსი აშენდება. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი 1,5 მლნ ლარით აფინანსებს.
პროექტის ფარგლებში შენდება ახალი შენობა-ნაგებობები. პროექტის დასრულების შემდეგ სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალება ექნებათ კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები.
ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით, ალპინიზმის მოყვარულთათვის, პროექტს დაემატა კლდეზე საცოცი კედელი.
როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, კომპანია არ ასრულებს თავის ვალდებულებებს შესაბამისი ხარისხით, რის გამოც ჩამორჩენაა. „ჩვენ მივეცით მათ მითითება. მშენებლობაზე დავაყენეთ სამეთვალყურეო კამერები, რომ დავაკვირდეთ მშენებლობის პროცესს. თუ არ გამოსწორდება ვითარება, იძულებული ვიქნებით ჩავანაცვლოთ კონტრაქტორი“ - განაცხადა გიორგი შენგელიამ.
www.travelingeorgia.ge