ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ არშაში რძის პროდუქციის მწარმოებელი საწარმო აშენდება.
საწარმო რძის, მაწვნის და ყველის წარმოებას გეგმავს, რისთვისაც საჭირო ნედლეულს ადგილობრივი მოსახლეობისგან ჩაიბარებს.
კომპანია “ნედლი რძე” წარმოების დაწყებისთვის და ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 342 400 ლარის ინვესტირებას აპირებს. ახალ საწარმოში თავდაპირველად 14 ადამიანი დასაქმდება.
კომპანია სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით ისარგებლებს და „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში „ნედლი რძეს“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ არშაში მდებარე 2 140 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას მიიღებს.
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილია 288 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 658 მლნ ლარარამდე, ჯამურად დასაქმდება 11 634 ადამიანი.
www.bpi.ge