ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ყოფილი დეპუტატი კობა ამირხანაშვილი ვერეს უბანში სასტუმროს აშენებს
16 აგვისტო, 2019

ყოფილი დეპუტატი, ორი მოწვევის პარლამენტის წევრი კობა ამირხანაშვილი თბილისის ისტორიულ ნაწილში ვერეს უბანში სასტუმროს აშენებს.

მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს შორის – საქანელას ქუჩაზე,  ნომერ 2-ში მდებარე ნაკვეთზე 5 სართულიანი სასტუმრო განთავსდება სარდაფით, რომელსაც 16 ნომერი ექნება. სასტუმროს მშენებლობაში სავარაუდოდ 1 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ ტერიტორიაზე განაშენიანება ამჟამად თითქმის მთლიანად განადგურებულია. ჯავახიშვილის ქუჩის (აღმართის) პერიმეტრის მოშენება და საქანელას ქუჩის სახლების უმეტესობა დანგრეულია. საპროექტო ტერიტორია დღეისათვის გაუნაშენიანებელი და საჭიროებს სამშენებლოდ განვითარებას. საპროექტო ტერიტორიის სამშენებლოდ განვითარება დაგეგმილია მასზე სასტუმროს განთავსებით.

საპროექტო მიწის ნაკვეთზე ამჟამად განთავსებულია ავტო-პროფილაქტიკა (დიაგნოსტიკური ცენტრი), რომელიც ამჟამად არ ფუნქციონირებს, ხოლო არსებულ შენობა-ნაგებობას თავისი დღევანდელი იერ-სახით შეაქვს დისონანსი უკვე ჩამოყალიბებულ ურბანულ გარემოში და შეუფერებელია დედაქალაქის ცენტრალური, ისტორიული ნაწილისთვის. მოხდება აღნიშნული არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი.

კობა ამირხანაშვილი კომპანია შპს სუპერ-სერვისის 60 პროცენტიანი წილი მფლობელია. ყოფილი დეპუტატი ამავე კომპანიის დირექტორია. ხოლო დარჩენილ 40 პროცენტს  შპს კასა დეველოპმენტი ფლობს. ამირხანაშვილი დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაცია პრეზიდენტია.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.