ხობის მუნიციპალიტეტში, სოფ. პირველ მაისში მდებარე შუა საუკუნეების ყურუმულიას ციხე-ჯიხას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ციხე სოფელ პირველ მაისში მდინარეების მუნჩიასა და ჩხაიას შეერთების ადგილზე, მუნჩიის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. ციხის თავდაპირველი სახელი უცნობია.
არქიტექტორს ბუნებრივი პირობები კარგად გამოუყენებია. მას სამი მხრიდან გარს უვლის მდინარე ჩხაია. გორაკი, რომელზედაც ციხე მდებარეობს საკმაოდ ციცაბოა, მისვლა მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთიდან შეიძლება, ციხე კეტავდა ვიწრო ხევს. ნაგებია ადგილობრივი კირქვებით კირის დუღაბზე, დაცულია საფასადე წუობის რიგები.
ნაგებობა მცირე ზომისაა, მისი ფართობი დაახლოებით 60 კვადრატული მეტრია. ციხე დაზიანებულია, ჩამონგრეულია და თითქმის აღარ იკითხება. ნაგებობა ირგვლივ დაფარულია ხე-მცენარეებით.
www.travelingeorgia.ge