ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ყვარელში ახალი მარანი გაიხსნა
26 აგვისტო, 2019

ორი კვირის წინ ყვარელში, ახალსოფელში ღვინის მოყვარულებისთვის კიდევ ერთი საინტერესო ადგილი გაიხსნა.  „გუგოშვილების მარანი“ მისულ სტუმარს ღვინის დეგუსტაციასთან ერთად ღამის გათევის სერვისსაც სთავაზობს.  მარანი მოიცავს 3 ჰექტარზე გაშენებულ ხეხილის ბაღებს,  ხოლო 15 ჰექტარზე ვენახებს.  

„ბაღებისა და ვენახის გაშენება დავიწყეთ 2000 წელს, აქვე იყო ცარიელი ადგილი,  რომელიც გადავწყვიტე,  რომ მარნად მექცია. გვაქვს საგედუსტაციო დარბაზი, თონე,  სამწვადე და ძველი სტილის ქარხანა სადაც ჭაჭის გამოხდა ხდება. ასევე გვაქვს 5 საძინებელი, სადაც სტუმრებსაც შეუძლიად ღამე გაათიონ.“ – ამბობს „კომერსანტთან“  მარნის მეპატრონე თამაზ გუგოშვილი

როგოც ინტერვიუში ბატონმა თამაზმა აღნიშნა, მათ მარანში დიდ მოწონებას იმსახურებს ტრადიციული სტილით გამოხდილი ჭაჭა, რადგან ეს ტექნოლოგია ამჟამად საკმაოდ იშვიათია.

მარანში განთავსებულია 150 ტონაზე გათვლილი ღვინის საცავი, სადაც ადგილზე წარმოებული ღვინო ინახება.

„სეზონზე დაახლოებით 100 ტონამდე ღვინოს ვაწარმოებთ და გვაქვს წინა წლის ღვინოებიც დაახლოებით 4-5 წლის დაძველებით. ჩვენთან შეუძლია სტუმარს დააგემოვნოს რქაწითელი, საფერავი, ქინძმარაული, მწვანე ღვინოც გვაქვს წარმოდგენილი და ჭაჭის არაყი. ძველი სტილით წარმოებული არაყი ვისაც უყვარს, ჩვენთან სულ არის ამის გასინჯვის საშუალება. ტურისტებიც იყვნენ რამდენიმე დღის წინ, ჰოლანდიელების ოჯახი გვესტუმრა, მათ ინფორმაცია  BOOKING.COM-ზე ნახეს და კმაყოფილებიც დარჩნენ ნანახით.“ – ამბობს თამაზ გუგოშვილი

მარანი უახლოეს მომავალში გაფართოებასაც გეგმავს, დაემატება 30 ამდე სანომერი სტუმრებისთვის და მომავალში ბრენდირებული გუგოშვილების ღვინოც გაიყიდება. რაც შეეეხება ექსპორტს, როგორც მარნის მეპატრონე აღნიშნავს საბოლოო მიზანი სწორედ ეს იქნება.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.