ყვარელში ილია ჭავჭავაძის საგვარეულო კოშკის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების III ეტაპი დასრულდა.
შესრულებული სამუშაოების შედეგად, მოეწყო სახურავის მოფიცვრაზე რუბეროიდის საიზოლაციო ფენა, მოიჭიმა 2სმ სისქეზე ქვიშის დრენაჟი და 4სმ სისქეზე ქვიშ-ცემენტი, მოხდა ქვიშ-ცემენტის მოჭიმვის ბიტუმით პრაიმერიზაცია და შემდგომ 2ფენა „ლინოკრომით“ ჰიდროიზოლაცია, მოხდა ხის მასალის ანტისეპტირება, შეგროვდა სამშენებლო ნაგავი და მოხდა მისი ტრანსპორტირება.
სამუშაოები კომპანია "ბურკიტექმა" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვითა და დაფინანსებით შეასრულა.
www.travelingeorgia.ge