ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ყვარელში ჯვარპატიოსანის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
25 ივლისი, 2018

ყვარელში მდებარე ადრეშუასაუკუნეების ჯვარპატიოსანის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ეკლესია დარბაზულია (7.7×5.6 მ). ნაგებია რიყის ქვით, თაღი და კონქი გადაყვანილია აგურით (გვიან შუა საუკუნეებშია გადაკეთებული).

კედლები აგურის ლავგარდნით სრულდება. გადახურულია კრამიტით. აღმოსავლეთით მხრებით გამოყოფილი ღრმა და ნალისებრი აბსიდია, რომლის სიღრმე დარბაზის ნახევრის ტოლია. კონქი ნახევარწრიული. დარბაზის კამარა დასავლეთ კედლის კუთხეში პილასტრებზე გადასულ თაღს ეყრდნობა. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფრონტონებში აგურის წყობის ჩაღრმავებით ჯვარია მოცემული.

ეკლესია ადრეულ შუა საუკუნეებს განეკუთვნება, გადაკეთებულია გვიან შუა საუკუნეებში.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.