ყვარელში შუა საუკუნეების ე.წ. თურგაანთ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ყვარელში მდებარე განვითარებული შუა საუკუნეების ე.წ. თურგაანთ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ეკლესია დარბაზულია სამხრივი მინაშენით. ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე.
აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდაა, რომელიც მხრებით იყო გამოყოფილი დარბაზისგან.
ჩრდილოეთის მინაშენი ორნაწილიანია. აღმოსავლეთის მინაშენში ტაძრის ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი კარი გადიოდა.
ტაძრის ინტერიერი სავსეა ნაშალი მასით და დაფარულია მცენარეული საფარით. მინაშენებიდან შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთის კედლის ქვედა ფრაგმენტები და ჩრდილოეთი მინაშენის გამყოფილი კედლის ნაწილი.
www.travelingeorgia.ge