ლაურა ღაჭავას კომპანია კოლმეურნეობის მოედანზე ყვავილების პავილიონის მშენებლობას გენ.გეგმის დამტკიცების შემდეგ დაიწყებს
ბიზნესვუმენ ლაურა ღაჭავას კომპანია PP კოლმეურნეობის მოედანზე ყოფილი „პირიმზის" მიმდებარე ტერიტორიაზე ყვავილების პავილიონის მშენებლობას თბილისის განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შემდეგ დაიწყებს. როგორც ლაურა ღაჭავას იურისტი შალვა კაციაშვილი რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, კომპანიას აქვს შესაბამისი პროექტი და ელოდებიან გენ.გეგმასთან მის შეთანხმებას.
მისივე თქმით, გარდა ამისა პრობლემას ქმნიან ყვავილებით გარემოვაჭრეები, რომლებიც უარს აცხადებენ ტერიტორიის დატოვებაზე. კაციაშვილის განმარტებით, ძველი თბილისის გამგეობამ უნდა გაიყვანოს მოვაჭრეები, თუმცა ამ დრომდე ისინი ადგილზე რჩებიან და კომპანია მოლოდინის რეჟიმშია.

არსებული ინფორმაციით, პავილიონის მშენებლობა დაწყებიდან დაახლოებით 10 თვეში დასრულდება, რადგან ძირითადად, მინის კონსტრუქციის შეკვრა უნდა მოხდეს. პროექტის მიხედვით პავილიონში პირველ სართულზე ყვავილების სექცია იქნება, სადაც შესვლას გარემოვაჭრეებსაც შესთავაზებენ, მეორე სართულზე კი კაფე-ბარები განთავსდება.
კოლმეურნეობის მოედანზე, ყოფილი „პირიმზის" ადგილას განახლებული კომპლექსი ლაურა ღაჭავას კომპანიამ 2014 წელს გახსნა. კომპლექსის მშენებლობაში 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდ
COMMERSANT.GE