“ყველაფერი იმის არ გამოყენება, რასაც საქართველოს ბუნება გაძლევს დანაშაულია“ - ბუთა ელოშვილი
“ბახმარო ზამთარში უხვთოვლიანობით და თოვლის ფაქტურით გამოირჩევა, მართალია სასრიალო ტრასები არ არის, მაგრამ განვითარებულია cat skiing , რაც თოვლის სატკეპნი მანქანით გაუკვალავ თოვლში ასვლას და შემდეგ თხილამურით დაშვებას გულისხმობს“ - ამის შესახებ რადიო “კომერსანტის“ გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ მოთხილამურე ბუთა ელოშვილმა ისაუბრა, მისი თქმით ამის გამო ბახმაროში ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყნიდან ბევრი სტუმარი ჩამოდის.
“წელს იაპონელები გვყავდნენ სტუმრად და თქვეს რომ არსად ასეთ თვლი არ უნახავთ, ორი კვირა გადაუღებლად თოვდა ,ეს ხალხი ზუსტად ამისთვის ჩამოდის, ამიტომ საჭიროა ამ ყველაფრის სწორად გაკეთება და ამისთვის დიდი ინფრასტრუქტურა საჭირო არ არის.
გურიაში ჩვენ წელს რამდენიმე ბავშვი გვყავდა, რომლებიც ამ მიმართულებით დაინტერესდნენ, შეიძლება ყველა მათგანი არ გაყვეს ამ სფეროს და ყველა მათგანი მთის გიდი არ გამოვიდეს, მაგრამ შეიძლება გახდნენ ამ თოვლის სატკეპნი მანქანის მძღოლები, ან თავიანთი რესურსი და ცოდნა სხვა ადგილობრივ ბიზნესს მოახმარონ“. - აღნიშნა ბუთა ელოშვილმა.
ელოშვილის თქმით ყველაფერი იმის არ გამოყენება, რასაც საქართველოს ბუნება გაძლევს დანაშაულია და ახალგაზრდა თაობა თუ არ შეეცდება რომ რაღაც შეცვალოს და უკეთესი გახადოს შემდეგ თაობასაც ჩაკეტილობაში ცხოვრება მოუწევს.
“მთავარია გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ წინ წავიდეთ როგორც ეკონომიკურად ისე კულტურულად და ამ ყველაფრის გაკეთება ტრადიციების შენარჩუნებით არის შესაძლებელი. რამდენჯერაც სხვადასხვა რეგიონში მაცხოვრებლებთან ამაზე მისაუბრია, მათაც გასჩენიათ განვითარების ინტერესი და შემდეგ იგივე რეგიონში დაბრუნებისას ეს ხალხი უფრო მეტად ჩართული დამხვედრია.
ზაფხულში შეიძლება, რომ ტრეკინგ, ჰაიკინგ და ველო ტურები გაკეთდეს, უბრალოდ ამ ყველაფერს სწორი დაგეგმვა და სწორი მიწოდება სჭირდება“ - აღნიშნა ბუთა ელოშვილმა.
ელოშვილი ფიქრობს რომ ამ მხრივ სახელმწიფო ადამიანებს ხელს უნდა უწყობდეს, მისიე თქმით ამისთვის შეიძლება ზაფხულის და ზამთრის სკოლების გაკეთებაც.
“ასევე შეიძლება ადამიანები გაუშვა ავსტრიაში, რომ ნახონ რა ხდება იქ და უკან რომ დაბრუნდება გაუჩნდება სურვილი რომ აქაც იგივე გააკეთოს.
როდესაც სავარჯიშოდ მივდიოდი ევროპაში და უკან ვბრუნდებოდი დიდი პროტესტი მიჩნდებოდა სახელმწიფოსთან თუ რა გვიშლიდა ხელს იმაში, რომ იმ დონისთვის მიგვეღწია.
პერსპექტივა გვაქვს უზარმაზარი, უბრალოდ უნდა მივეჩვიოთ ფიქრს და შრომას და ენერგიის სწორად დახარჯვას, აუცილებელია განათლება, ხალხის ინფორმირება და ამ სფეროში ინვესტიციის დახარჯვა“. - აღნიშნა ბუთა ელოშვილმა.
commersant.ge