ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
«ყველამ აღიარა, რომ ყველაზე ძველი ღვინო ნაპოვნია საქართველოში»
16 ნოემბერი, 2017
"მკვლევარებმა მუშაობა დაასრულეს და ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ყველაზე ძველი ღვინო ნაპოვნია საქართველოში და მეღვინეობა საქართველოდან გავრცელდა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განახლებული მთავრობის პირველ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფის მიერ. 

"დარწმუნებული ვარ, ყველას გიხიარიათ ის, რომ მეცნიერებმა სხვდასხვა ქვეყნებიდან, კერძოდ, აშშ-დან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, კანადიდან, დანიიდან, ისრაელიდან, დაასრულეს მუშაობა და ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ყველაზე ძველი ღვინო ნაპოვნია საქართველოში და მეღვინეობა საქართველოდან გავრცელდა. ჩვენ გვაქვს საშაულება, ჩვენი ქვეყანა ამ კუთხით ძალიან პოზიტიურად წარმოვაჩინოთ საერთაშორისო მასშტაბით და სწორედ ამან მოგვცა საშუალება, რომ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში საქართველო ამ სტატუსით წარმდგარიყო. ეს ჩვენ ყველას ძალიან გვიხარია და ძალიან დიდი სიამაყეს ანიჭებს საქართველოს და საქართველოს ყველა მეგობარს. გილოცავთ ამ ფაქტს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მუშაობა გაგღძელდება და კიდევ ბევრ საინტერესო ფაქტს აღმოვაჩენთ ქართული ღვინის და საქართველოს მეღვინეობის შესახებ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
 
ავტორი: bm.ge

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.