ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ყველას გეპატიჟებით ამ მშვენიერ და გასაოცარ ქვეყანაში- ზაზა ფაჩულია ფანებს მიმართავს
26 ივნისი, 2019

ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია კამპანიას #იმოგზაურესაქართველოში შეუერთდა.

ფაჩულიამ სოციალურ ქსელში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და NBA-ის გულშემატკივრებს, მოგზაურებსა და ღვინის მოყვარულებს საქართველოში ჩამოსვლისკენ მოუწოდა.

“ჩემი მიმდევრები, NBA-ის გულშემატკივრები, ღვინისა და სამზარეულოს მოყვარულები ამ მშვენიერ და გასაოცარ ქვეყანაში ხართ დაპატიჟებული”, – წერს ზაზა ფაჩულია

რუსეთის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ.

ამასთან, უსაფრთხოების მიზნით ტურისტულ ოპერატორებსა და სააგენტოებს აკრძალვის პერიოდში საქართველოში ტურების დაგეგმვაზე უარის რეკომენდაცია მიეცა. პუტინმა ხელისუფლებას დაავალა, რომ საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყონ.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.