საქართველოში ყველაზე მეტი ელექტროენერგია ტურიზმის სფეროში მოქმედმა კომპანიებმა მოიხმარეს, - ამის შესახებ “საქმის კურსს“ საქართველოს სახელმწიფო ელეტროსისტემის მმართველი საბჭოს წევრმა, ზურაბ ეზუგბაიამ განუცხადა.
"ბოლო წლებში ელექტროენერგიის მოხმარება გეომეტრიული პროგრესით გაიზარდა.
განსაკუთრებით შთამბეჭდავაია ზაფხულის პიკური ზრდა, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის პირობებში უპრეცედენტოა დამოხმარება ქვეყნის მასშტაბით 2 ათას მეგავატამდეა.
საშუალო წლიური ზრდა 8,5%-ია“, - განაცხადა ეზუგბაიამ. მისივე განმარტებით, ელექტროენერგიის მოხმარების ყველაზე დიდი ზრდა აჭარის რეგიონში დაფიქსირდა, რაც ტურისტული სეზონის დაწყებას და სამშენებლო ბიზნესის განვითარებას უკავშირდება.
"ასევე სვანეთის რეგიონში, სადაც გასულ წელთან შედარებით ელექტროენერგიის მოხმარება 30%-ით გაიზარდა. შემდეგ თბილისი და კახეთია, სადაც ზრდამ 15-17% შეადგინა. ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის მთავრი მიზეზი ტურიზმის და თანმდევი დარგების განვითარებაა: ეს არის სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი, მშენებლობები”, - განაცხადა ზურაბ ეზუგბაიამ.
www.travelingeorgia.ge