ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, Lufthansa მიუნხენსა და თბილისს შორის ფრენებს კვირაში 7 სიხშირით განახორციელებს
28 მარტი, 2022

ევროპის უმსხვილესი ავიაგადამზიდავი Lufthansa საქართველოს მიმართულებით ფრენებს კვირაში 7 სიხშირით განახორციელებს.

AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განუცხადეს, რომ გერმანული ავიაკომპანია  Lufthansa, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, მიუნხენსა და თბილისს შორის კვირაში 7 სიხშირით იფრენს. აღსანიშნავია, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონი 27 მარტიდან 29 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს.

avianews.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.