აჭარა ზაფხულის ფესტივალს „ზაფხული იწყება აქ“ უმასპინძლებს. ზაფხულის ტურისტული სეზონი ანბანის კოშკის მოპირდაპირედ, ზღვის სანაპიროზე 3 ივნისს ოფიციალური გაიხსნება.
ფერადი და საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ სანაპიროზე ფესტივალის სტუმრებს ნამდვილი საზაფხულო დღესასწაული და გართობა ელოდებათ.
ფესტივალის სტუმრების მყოფთა განწყობაზე ქართველი და უცხოელი დიჯეები Chiki, ლაშა გურული, გაბუნია, bedford falls, Groove Phoenix, Vako T იზრუნებენ.
საღამოს პროგრამა კი გაიხსნება საკარნავალე შოუთი, სადაც გერმანული საცეკვაო დასი „Friedrichstadt Ballett” ლათინო-ამერიკულ და ბრაზილიურ ცეკვებს წარადგენს.
პლაჟზევე იფუქნციონირებს ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილის და კერძების შეკვეთა სპეციალურ ფასად იქნება შესაძლებელი.
ფესტივალის განმავლობაში 20-მდე სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი, მათ შორის ფრანების შოუ, პლაჟის ფრენბურთი, დღის ფერადი ფოიერვერკი, სხვადასხვა გასართობი თამაშები ბავშვებისთვის და ცეცხლოვანი შოუ. სტუმრები სპორტულ-გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობას უფასოდ შეძლებენ.
ფესტივალი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.
www.tarvelingeorgia.ge