ქობულეთის ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, წელს ზაფხულის სეზონის ოფიციალური გახსნა კინტრიშის ხეობიდან დაიგეგმა. მიზანი ისააა, რომ კინტრიშის ხეობა აჭარაში ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველი ადგიია.
სეზონის გახსნას ესწრებოდნენ ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, გიდები და უცხოელი ტურისტები.
ცხემვანის ვიზიტორთა ცენტრის ტერიტორიაზე ადგილობრივი კულინარიული და ეთნოგრაფიული გამოფენები მოეწყო, ასევე გაიმართა სპორტული შეჯიბრებები, მუსიკალური პერფორმანსები ეთნო ჯაზ-ბენდ „სტუმრების“ მონაწილეობით და ტურისტებისთვის საინტერესო სხვადასხვა აქტივობა. კინტრიშის ხეობა გამოირჩევა არა მხოლოდ ბუნების მრავალფეროვნებითა და სილამაზით, არამედ ისეთი კულტურული ღირსშესანიშნაობებით, როგორებიცაა წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი, თამარის ხიდი და უძველესი ღვინის ქვევრები.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის თქმით, კინტრიშის ხეობას უდიდესი პოტენციალი გააჩნია ტურიზმის მიმართულებით.
„მნიშვნელოვანია, მსგავსი ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობა. ქობულეთი მართლაც უნიკალურ საკურორტო ზონას წარმოადგენს, სადაც ზღვა და მთა ერთნაირად მიმზიდველია და დასვენებისთვის საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
www.travelingeorgia.ge