ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ზაფხულიდან თბილისს ველოტრასები ექნება
04 მაისი, 2017

მიმდინარე წლის ზაფხულიდან თბილისს რამდენიმე ველობილიკი ექნება. როგორც მერიის სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენელი მირიან ლებანიძე რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე (დედაენის ბაღიდან ვახუშტის ხიდამდე და წრიული მიმართულებით უკან.) კეთილმოწყობის სამსახური აწარმოებს სამუშაოებს, როდესაც დასრულდება სამუშაოები სატრანსპორტო სამსახური მოაწყობს საჭირო მოაჯირებს, შუქნიშნებს და ველობილიკები გაეშვება ექსპლუატაციაში, ეს იქნება ზაფხულის პერიოდში. ლებანიძის ინფორმაციით, სანაპიროზე ველობილიკის სიგრძე 8 კილომეტრი იქნება.

პარალელურად, კეთილმოწყობის სამსახური დიღომში მირიან მეფის ქუჩაზე გზის მოწყობისა და ველობილიკის მოწყობის სამუშაოებს აწარმოებს, რომელიც ივნისში უნდა დასრულდეს. დიღომში ველობილიკის სიგრძე 3 კილომეტრი იქნება.

სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგნელი განმარტავს, რომ ეს არის საცდელი ველოტრასები , დააკვირდებიან, როგორი იქნება დატვირთვა და თუ მოთხოვნა დაფიქსირდა, აუცილებლად განვითარდება დედაქალაქში ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურა.

ირკვევა,რომ პარალელურად სპორტის სამსახური უახლოეს დღეებში გამოცხადებს ტენდერს ქალაქის ცენტრალურ უბნებში ველოდასგომების მოსაწყობად. არსებული ინფორმაციით, პირველ ეტაპზე 20 ველოსადგომი უნდა მოეწყოს.

COMMERSANT.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.