ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე Lufthansa მიუნხენსა და თბილისს შორის კვირაში 10 სიხშირით იფრენს
ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია Lufthansa თბილისის მიმართულებით მხოლოდ მიუნხენიდან შეასრულებს. მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის საჰაერო ხაზზე Lufthansa ოპერირებას კვირაში 10 სიხშირით განახორციელებს.
ზამთრის სანავიგაციო სეზონზე კი კომპანია აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენებს კვირაში 7 სიხშირით ასრულებდა.