ზაფხულის სეზონზე დაჯილდოებული ბათუმის საბაგიროს მემილიონე ტურისტი კურორტ „გოდერძიზე“ ისვენებს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კურორტ გოდერძს ეწვია და ზამთრის სეზონის მიმდინარეობას გაეცნო. ზურაბ პატარაძე კურორტ გოდერძზე მყოფ ტურისტებს შეხვდა, მათ შორის უკრაინელ ალექსი ტუჩაკს.
ალექსი ბათუმის საბაგიროს მემილიონე სტუმარი იყო და ზაფხულში კურორტ გოდერძის ხუთდღიანი საგზურით დაჯილდოვდა. სტუმარმა რეგიონის ხელმძღვანელს კურორტის შესახებ თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა.
იგი ზაფხულში მეგობართან ერთად პირველად მოგზაურობდა საქართველოში და ბათუმის საბაგიროზე ყოფნისას იღბლიანი ვიზიტორი აღმოჩნდა.
ბათუმის საბაგირო „არგოს“ მემილიონე სტუმარი სერტიფიკატებით და საჩუქრებით დააჯილდოვეს.
www.travelingeorgia.ge