ზამთარში, ნოემბრიდან აპრილის თვის ჩათვლით თუშეთის სოფლებში დარჩენილ მოსახლეობას ინტერნეტი უფასოდ მიეწოდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ,,თუშეთის განვითარების ფონდის,, წარმომადგენლობამ მიიღო.
წელს ზამთარში მოსახლეობა თუშეთის სამ სოფელში დარჩა, ომალოში, შენაქოსა და ბოჭორნაში, სულ 21 ადამიანი.
თუშეთის 30–მდე სოფელში Wi-Fi ინტერნეტი პირველად ხელმისაწვდომი 2017 წლის აგვისტოში გახდა.
თუშეთის ინტერნეტიზაცია ამერიკული ორგანიზაცია ISOC–ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და დაახლოებით 100 ათასი ლარი დაიხარჯა