ზამთრის კურორტებისთვის ისრაელის ბაზრიდან ტურისტების სიმცირე წელს მძიმე დანაკლისი იქნება. როგორც HoReCa სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, ტურისტების 25%-ს სწორედ ისრაელიდან ჩამოსული დამსვენებლები შეადგენდნენ.
„თანდათან ჩანაცვლება ხდება. წელს მთის კურორტებზე მდებარე სასტუმროებში, რასაც ვხედავთ ჯავშნებს აღმოსავლეთ ევროპიდან, სომხეთიდან და გაერთიანებული საამიროებიდან აკეთებენ. აზერბაიჯანიდან უფრო ნაკლებად არის ჯავშნები.“-აღნიშნავს მაია მურაჩაშვილი
რაც შეეხება ფასებს, სასტუმროებში აქტიურ სეზონზე გასულ წელთან შედარებით განთავსების ღირებულება შესაძლოა, გაიზარდოს.
„ფასი და მოთხოვნა პირდაპირ დამოკიდებულია ერთმანეთზე. ჯერჯერობით დეკემბრის თვეზე საკმაოდ დაბალი ფასია, თუმცა ახალი წლიდან და განსაკუთრებით იანვრის მეორე ნახევრიდან საკმაოდ მაღლა იწევს ფასები. ახალი წლის პერიოდისთვის ჯავშნები შემიძლია ვთქვა, რომ 50%-ზე მეტია უკვე. თუ ჩავთვლით იმას, რომ ერთი თვე ჯერ კიდევ წინ არის, ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.“- აღნიშნა მაია მურაჩაშვილმა.
როდის გაიხსნება მიმდინარე წლის ზამთრის ტურისტული სეზონი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ბიზნესი ელის, რომ ამინდებიდან გამომდინარე, წელს სეზონი 10-15 დეკემბრისთვის გაიხსნება.
bp.ge